წითლიძე: ჯილდოს ვაორმაგებ, 400 000$-ს გადავუხდი ყველა ძალოვანს, ვინც ივანიშვილის დავალებას არ შეასრულებს

11.09.25 17:28
წითლიძე: ჯილდოს ვაორმაგებ, 400 000$-ს გადავუხდი ყველა ძალოვანს, ვინც ივანიშვილის დავალებას არ შეასრულებს

ირაკლი ნადირაძის საჯაროდ გაკეთებული განცხადების შემდეგ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ანა წითლიძეც პირდაპირ ეთრში აცხადებს, რომ "ჯილდოს აორმაგებს და 200 000$-ის ნაცვლად, 400 000$-ს გაუახდის იმ ძალოვენებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის უკანონო დავალებას არ შეასრულებს". 

  •  სუსის განცხადებით, „ლევან ხაბეიშვილი სოციალური ქსელებითა და ტელევიზიებით ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ჰპირდებოდა 200 000$-ს, თუ ისინი ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე  უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე".

მინდა, მივმართო მამუკა მდინარაძეს - ის ბრალდება რაც გავიგეთ ხაბეიშვილთან დაკავშირებით, კიდევ უფრო სასაცილოდ გამოიყურება და კიდევ უფრო მეტად ანახებს, როგორ ეშინია რეჟიმს. მე, ანა წითლიძე, ჩემს მეგიობრებთან ერთად, [ირაკლი ნადირაძემაც გააკეთა განცხადება] ვიღებ პასუხისმგებლობას რომ 200 000$-ს, რომელიც იყო დასახელებული და რის გამოც ხებეიშვილს ბრალი წაუყენეს, ვაორმაგებთ და ყველა იმ ადამიანს, მოქმედ ძალოვანს, რომელიც არ შეასრულებს ბიძინა ივანიშვილის უკანონო ბრძანებას, 400 000 $-ს გადავცემ ჯილდოს. ამასზე ვარ პირადად პასუხისმგებელი. გამოვიდეს ახლა მდინარაძე და თუ აქვს ამის ერთი ადგილი და დამაკავოს. ვდგავარ, მისივე შენობის წინ, თუმცა მას დაკავება მხოლოდ ჩასაფრებით შეუძლიამ, როგორც ეს ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში გააკეთა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ ლევან ხაბეიშვილი ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს "ქრთამის მიცემას დაპირდა".

"ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში, ტელევიზიასა და სოციალურ ქსელში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს პირდება ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე, ასევე, თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ, კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ხაბეიშვილი საჯაროდ პირდებოდა 200 000 აშშ დოლარის გადახდას", - განაცხადეს სუს-ში.

 

მსგავსი სიახლეები