"გამოექანეთ! კალაძემ იცის საიდან..." - გიგი უგულავა სუს-ს მიმართავს

11.09.25 17:35
"გამოექანეთ! კალაძემ იცის საიდან..." - გიგი უგულავა სუს-ს მიმართავს

"გამოექანეთ! კალაძემ იცის საიდან..." - ასე მიმართავს გიგი უგულავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილი დააკავეს. 

პოლიტიკოსი ამბობს, რომ თუ ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმდჯომარე იმის გამო დააკავეს, რომ საჯარო მოხელეებს 200 000 დოლარს დაპირდა, უგულავა ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს პრემიას ჰპირდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი "რეჟიმს გადაუდგებიან".

აი ამ ინტერვიუს გამო დააკავეს. იგი საჯაროდ დაპირდა რომ მომავალში საჯარო მოხელეებს პრემიას მისცემდა თუ რეჟიმს გადაუდგებიდნენ. ფაქტიურად ნებისმიერი საარჩევნო დაპირება, მაგალითად პენსიის გაზრდა, იგივე ქრთამის მიცემაა. სიგიჟე, სიდებილე. მოკლედ:
ყველა ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს საჯაროდ გთავაზობთ, რომ აუცილებლად მოგეცემათ პრემია ყველას, ვინც რეჟიმს გადაუდგება.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia გამოექანეთ. კალაძემ იცის საიდან
ხაბე გაუძელ ძმაო❤️✌🏻"- წერს სოციალურ ქსელში გიგი უგულავა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა დააკავა. როგორც სუს-ში ამტკიცებენ, ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, პოლიტიკოსი 353-ე მიუხლით არის დაკავებული, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებას. 

სუსმ-ა ხელბორკილები დაადო ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესაც. გამოძიება ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საუბარია თანხების მითვისებაზე.

ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები