ხაბეიშვილის ინტერვიუ დაკავებამდე - პოლიტიკოსმა კობახიძე გააფრთხილა
ლევან ხაბეიშვილმა დაკავებამდე ინტერვიუ "პირველებს" მისცა, სადაც განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს შემცვლელი უკვე მოუძებნა - ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ივანიშვილი პრემიერად დანიშვნას უპირებს იაპონიაში საქართველოს ელჩს, რომელიც მისი თქმით, "უტა ივანიშვილთან ქეში ჩემოდნებით დარბის".
უნდა გესმოდეს სვეტა, რომ შენი დრო ამოწურულია - ეუბნება ხაბეიშვილი ირაკლი კობახიძეს.
დაკავებამდე ჩაწერილ ინტერვიუში ოპოზიციონერი ამბობს, რომ კობახიძეს ღარიბაშვილ-ლილუაშვილ-გომელაურის დაჭერა სურს, თუმცა პირდაპირ ამის ტქმას ივანისვილს ვერ უბედავს.
სწორად ეშინიათ ღარიბაშვილისაც, გომელაურისაც, ლილუაშვილისაც და ორჯონიკიძე სვეტლანას ფიქრები, რომ ის ძალოვან უწყებებში ჩამოიშლება - ის ხომ ივანიშვილს ეუბნება, რომ ღარიბაშვილს, ლილუაშვილს და გომელაურს ძალოვანებში ბევრი ხალხი ჰყავს... დამაჭერინე, თორემ უკვე დედა გვეტირა, დაგვამხო უკვე შენმავე შვილებმა. ამ მესიჯს უგზავნის. ვერ ბედავს, აბა ახსენოს სახელი და გვარებით, რომ ღარიბაშვილია, ლილუაშვილია, გომელაურია, ვერ ბედავს, მშიშარაა, მხდალია, შიშს რომ დიდი თვალები აქვს და ასე რომ იყურება ზღმურტლიანი თვალებით, ვერ გაბედავს. ეგ რეჟიმი არარ არსებობს ხალხო, ვეღარაფერზე ვერარ დგანან და ვერც 4 ოქტომბრამდე ვერ მოახერხებს წამოდგომას. უნდა გესმოდეს სვეტა, რომ შენი დრო ამოწურულია. ხალხმა უკვე ბიძინასაც ჩაურთო წამზომი და 4 ოქტომბერს განაჩენს გამოუტანს. და მეორე მხრივ, შენ ფორმალურადაც აღარ ხარ პრემიერი, რადგან ბორენკა ივანიშვილს შენ ადგილას უკვე მოაზრებული ჰყავს იაპონიაში საქართველოს ელჩი, რომელც უტასთან დარბის ქეში ჩემოდნებით და შეგიძლია ახლა ამის გადამოწმება დაიწყო. არათუ ჟონავს, არამედ მოჩხრიალებს ეს კონკრეტული ინფორმაცია", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა დააკავა. როგორც სუს-ში ამტკიცებენ, ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, პოლიტიკოსი 353-ე მიუხლით არის დაკავებული, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებას.
სუსმ-ა ხელბორკილები დაადო ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესაც. გამოძიება ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საუბარია თანხების მითვისებაზე.
ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.