მიხეილ სააკაშვილი: ხაბეიშვილისა და ზოდელავას დაკავება კრიმინალური რეჟიმის უკიდურესი პანიკის და უმწეობის გამოხატულებაა

11.09.25 18:26
მიხეილ სააკაშვილი: ხაბეიშვილისა და ზოდელავას დაკავება კრიმინალური რეჟიმის უკიდურესი პანიკის და უმწეობის გამოხატულებაა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში  ოპოზიციონერი ლიდერების, ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას დაკავებას ეხმაურება და წერს, რომ “მათი დაკავება არის კრიმინალური რეჟიმის უკიდურესი პანიკის და უმწეობის გამოხატულება“.

სააკაშვილი წერს, რომ ახლა საჭიროა საყოველთაო მობილიზება და შეტევაზე გადასვლა.

დიქტატორმა ივანიშვილმა მუხანათურად დააკავა ოპოზიციის ნამდვილი ლიდერები, ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა.ეს არის კრიმინალური რეჟიმის უკიდურესი პანიკის და უმწეობის გამოხატულება. აღარაფერს ვამბობ იმ სამარცხვინო უბადრუკ მოტივებზე, რომლითაც ისინი დაიჭირეს.ჩვენ გვჭირდება საყოველთაო მობილიზაცია და შეტევაზე გადასვლა.აუცილებლად გავიმარჯვებთ! დიდება საქართველოს!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა დააკავა. როგორც სუს-ში ამტკიცებენ, ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, პოლიტიკოსი 353-ე მიუხლით არის დაკავებული, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებას. 

სუსმ-ა ხელბორკილები დაადო ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესაც. გამოძიება ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საუბარია თანხების მითვისებაზე.

ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები