“ოცნების“ მხილების საათი ამერიკის კონგრესიდან - ისტორიული გამოსვლის ყველა დეტალი
საგანგებო მოსმენა ჰელსინკის კომისიაში - კონგრესმენებმა ბიძინა ივანიშვილი შტატების მოღალატედ, ოლიგარქად და დიქტატორად გამოაცხადეს, რომელიც ძალაუფლებას გაყალბებული არჩევნების გზით ინარჩუნებს. ამ ტერმინებს შტატების კონგრესში პუტინის და ლუკაშენკოს მიმართ იყენებენ, ახლა კი ივანიშვილმა საქართველო ბელორუსიის და რუსეთის ბანაკში მოაქცია.
დარბაზში პირდაპირ ითქვა, რომ “ბიძინა ივანიშვილს ხალხის ინტერესი ეწირება, რადგან ის ანგარიშვალდებულია კომუნისტური ჩინეთის და დიქტატორი პუტინის მიმართ.“
საგანგებო მოსმენა ჰელსინკის კომისიაში “ოცნებისთვის“ მძიმე შედეგებით დასრულდა. საქართველოდან მთავარი მომხსენებელი მეხუთე პრეზიდენტი იყო, რომელმაც ივანიშვილის და მისი გუნდის წინააღმდეგ შტატების მკაფიო პოლიტიკის გატარება მოსთხოვა.
თინა ხიდაშელმა, რომელიც კომისიაზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო, მეგობარ აქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქტის დამტკიცება მხოლოდ გაჭიანურდა, თუმცა დარწმუნებულია, რომ წლის ბოლომდე მეგობარი აქტი ძალაში შევა და მთავარი პუნქტები აღსრულდება.
კიდევ რა განცხადებები გაკეთდა საგანგებო მოსმენაზე ჰელსინკის კომისიაში- ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟი.