რეჟიმი შეშინებულია, სრულ პანიკაში და სრულ ისტერიკაშია- სოფო ჯაფარიძე
რეჟიმი შეშინებულია, სრულ პანიკაში და სრულ ისტერიკაშია, რადგან ისინი დარწმუნდნენ, რომ დღეს იდეის გარშემო, რასაც ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა ჰქვია, გაერთიანდა სრულიად საზოგადოება, ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ოცნებამ“ ზუსტად იცის, რომ “დასრულებულები არიან“.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ყველას ქუჩაში გამოსვლისა და ერთად დგომისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ 4 ოქტომბერს იქნება კულმინაციური დღე, როცა საქართველო და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს.
რეჟიმი შეშინებულია, სრულ პანიკაში და სრულ ისტერიკაშია, რადგან ისინი დარწმუნდნენ, რომ დღეს იდეის გარშემო, რასაც ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა ჰქვია, გაერთიანდა სრულიად საზოგადოება. მათ ზუსტად იციან, რომ ისინი დასრულებულები არიან, 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი კუთვნილ გამარჯვებას გაიფორმებს, ქუდე კაცი უნდა ვიყოთ რუსთაველის გამზირზე, მეგობრებო, არ შეშინდეთ, არცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან, ვიბრძოლებთ ბოლომდე, უკომპრომისოდ. დღეს ჩვენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გაძლევთ პირობას, რომ ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე. გამაგრდით პოლიტიკურო ტყვეებო, ყველას მოგმართავთ, ვართ თქვენს გვერდით, არცერთი წამიოთ არ დავიხევთ უკან, ვართ ისეთი ძლიერები, როგორც არასდროს. დღესაც , ხვალაც და ზეგაც უნდა ვიყოთ ქუჩაში და 4 ოქტომბერს, კულმინაციურ დღეს გავაფორმებთ იმ გამარჯვებას, რომელსაც ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა დააკავა. როგორც სუს-ში ამტკიცებენ, ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, პოლიტიკოსი 353-ე მიუხლით არის დაკავებული, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებას.
სუსმ-ა ხელბორკილები დაადო ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესაც. გამოძიება ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საუბარია თანხების მითვისებაზე.
ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.