“ოცნების“ შიში - რა სკანდალი გახეთქა "პირველებთან" ლევან ხაბეიშვილმა, სანამ დააკავებდნენ
ლევან ხაბეიშვილის სკანდალური ბოლო ინტერვიუ “პირველებთან“ -დაკავებამდე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძის შიშებზე და “ქართულ ოცნებაში“ ყოფილებსა და მოქმედებს შორის დაუსრულებელ დაპირისპირებაზე ყვებოდა.
ხაბეიშვილი ამბობდა, რომ ივანიშვილის კარზე ნერვების ომია. მშვიდობიანი რევოლუციის გეგმამ მოქმედი ლიდერშიპი ისე დააფრთხო, რომ ახლა ეჭვები ყოფილებზე აქვთ. თუ ეშინიათ ლილუაშვილის - სწორად ეშინიათ, - გვეუბნებოდა ოპოზიციონერი ლიდერი და ამბობდა, რომ კობახიძის სატელევიზიო ინტერვიუების რეალური ადრესატი ივანიშვილია. მისი თქმით, სწორედ მას ანიშნებს პრემიერი, რომ ყოფილები დასაკავებლები არიან.
ლევან ხაბეიშვილზე საუბარი ირაკლი კობახიძემ დღეს განაახლა. პრემიერი დღესაც მიანიშნებდა, რომ ხაბეიშვილის უკან “ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნები დგანან.
ხაბეიშვილი კობახიძის სამიზნე რამდენიმე თვის წინ გახდა და მასზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხაბეიშვილმა ივანიშვილის პარტიის შიდაკლანური გარჩევების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადა. კობახიძემ თავიდანვე მიიტანა ეჭვი, რომ ამბები გუნდიდან ყოფილ მაღალჩინოსნებს გამოჰქონდათ.
ვრცლად, ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.