მდინარაძე არის მხდალი და მშიშარა და სწორედ ამის გამოვლინებაა ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური მტრის დაკავება- ბოკუჩავა
მდინარაძე არის მხდალი და მშიშარა და სწორედ ამის გამოვლინებაა ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური მტრის და მეტოქის დაკავება, ამის შესახებ “ერტიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ სუს_თან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ენმ, იმისთვის, რომ ამხილოს რამდენად აბსურდულია ეს ბრალი, გდდ-ს ყველა თანამშრომელს და ძალოვან უწყების ყველა წარმომადგენელს, კვლავ სთავაზობს ჯილდოს 200 ათასი დოლარის ოდენობით.
მამუკა მდინარაძე არის მხდალი და მშიშარა და სწორედ ამის გამოვლინებაა დღეს ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური მტრის და მეტოქის, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის დაკავება. აბსოლუტურად იდენტურ შეთავაზებას ვაკეთებთ ჩვენ, იმისთვის, რომ ვამხილოთ რამდენად აბსურდულია ეს ბრალი, ყველა გდდ-ს თანამშრომელს და ძალოვან უწყების ყველა წარმომადგენელს, დიახ, თქვენ მიიღებთ ჯილდოს, 200 ათასი დოლარის ოდენობით, თუ არ აღმართავს ხელს მშვიდობიან პროტესტანტზე და არ იძალადებს ხალხზე. ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი დაემხობა.
ენმ ხვალიდან იწყებს კამპანიას რეგიონებში - ყველგან ჩავიტანთ საქართველოს დროშას, რათა ამაყად ფრიალებდეს და ეს დროშა იფრიალებს 4 ოქტომბერს- განაცხადა ბოკუჩავამ.
მან ყველას მოუწოდა ქუჩაში გამოსვლისკენ, რათა მისი თქმით, “ყველამ ერთად დაიბრუნონ საქართველო“.