“ოცნება“ ისევ დიპლომატიურ სკანდალშია - ივანიშვილის პარტია სიცრუის გავრცელებაშია მხილებული
ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანელი კოლეგების განცხადება ვერ გაიგო. არადა ოფიციალურმა ბერლინმა ოცნებას სიტყვა სიტყვით დაუმარცვლა - “ჩვენს ელჩზე თავდასხმა გერმანიაზე თავდასხმაა და ბერლინზე ტყუილების გავრცელება “ოცნებამ“ უნდა შეწყვიტოს.“
დიპლომატიურ სკანდალში გახვეული მაკა ბოჭორიშვილი არასერიოზულ პასუხებს გვცემს.
გერმანიის საგარეო უწყება ტყუილების გავრცელებაში პირადად შალვა პაპუაშვილს სდებს ბრალს. მან გერმანელების ლანძღვის კამპანია საკუთარ თავზე აიღო. არც ახლა ჩერდება და ისევ აგრძელებს.
დიპლომატიურ სკანდალში გახვეული “ოცნება“ უკან არ იხევს. გერმანიის ელჩზე თავდასხმის კამპანიას დღეს ირაკლი კობახიძეც არ ჩამორჩა.
“ოცნება“ ელჩებზე შეტევას არ წყვეტს და ევროპელ დილომატებს ქვეყნიდან გაძევებითაც კი ემუქრება.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟი.