უილსონს მხარდაჭერისთვისა და Megobari Act-ისთვის მადლობა გადავუხადე - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი კონგრესმენ ჯო ვისლონს შეხვდა.
როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მან ვილსონს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვისა და Megobari Act-ისთვის, რომელიც საქართველოში ანგარიშვალდებულების გაძლიერებას უწყობს ხელს.
ჯო უილსონს მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისთვისა და Megobari Act-ისთვის, რომელიც საქართველოში ანგარიშვალდებულების გაძლიერებას უწყობს ხელს.
გავამახვილე ყურადღება აშშ–ის მკაფიო პოლიტიკისა და შედეგების მნიშვნელობაზე, რათა დაცული იყოს დემოკრატია, სტაბილურობა და საქართველოს ევროატლანტიკური გზა,- წერს ზურაბიშვილი.