გეგმა იქნება, ბევრი სიურპრიზიც იქნება, 4 ოქტომბერს რუსული ხელისუფლება დასრულდება- სოფო ჯაფარიძე
მშვიდობიანი დამხობა ხელისუფლების, აუცილებლად იქნება 4 ოქტომბერს, ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებ. არანირი შიში და უკან დახევა,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა სოფო ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, “ლევან ხაბეიშვილი სწორედ იმის გამო დაიჭირეს, რომ 4 ოქტომბრის ეშინიათ.“
მშვიდობიანი დამხობა ხელისუფლების, აუცილებლად იქნება 4 ოქტომბერს, ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებ. არანირი შიში და უკან დახევა, მე დამიჭერენ? კიდევ ვინმეს დაიჭერენ? ამას რა მნიშვნელობა აქვს. იცით რა ხდება? 100 ათასობით ქართველი ადამიანი გამოვა, 5-ჯვრიანი დროშით, რომელი დროშისაც ყველაზე მეტად ეშინია ბიძინა ივანიშვილს. 4 ოქტომბერს რუსული ხელისუფლება, ეს უსამართლო რეჟიმი, აუცილებლად დასრულდება, რაც მთავარია, უნდა ვიწამოთ, რატომ დაიჭირეს ლევან ხაბეიშვილი, მათ თუ არ ეშინიათ 4 ოქტომბრის? ბავშვი რომ დაიჭირო და ბრალი წაუკითხო, მასაც გაეცინება. უნდა დავიჯეროთ, ვიწამოთ, არ უნდა შეგვეშინდეს, მათ შორის პოლიტიკოსებს და არავის სიტყვა „მშვიდობიანი დამხობის“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, გეგმა აუცილებლად იქნება, რაზედაც რამდენიმე დღის წინ ლევან ხაბეიშვილმაც ისაუბრა.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ 4 კედელში გამომწყვდეული ლევან ხაბეიშვილი ნაკლებს შეძლებს, ვიდრე გარეთ მყოფი შეძლებდა, ძალიან ცდება. აუცილებლად გეგმა იქნება იმ დროს, როცა მას დაანონსებული ჰქონდა და ბევრი სიურპრიზიც იქნება. ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში, სრულიად კონტიტუციური და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, -თქვა მან.