კობახიძე აქციის მონაწილეებზე - ზოგს მკურნალობა სჭირდება, ზოგს ფსიქოლოგიური თერაპია

12.09.25 00:00
კობახიძე აქციის მონაწილეებზე - ზოგს მკურნალობა სჭირდება, ზოგს ფსიქოლოგიური თერაპია

ზოგს მკურნალობა სჭირდება, ზოგს ფსიქოლოგიური თერაპია, ვნახოთ იმედი ვიქონიოთ, რომ საბოლოო ჯამში, ეს ადამიანებიც გამოსწორების გზას დაადგებიან -ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ სამთავრბო ტელეკომპა იმედის ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები, რომელებიც რუსთაველის გამზირზე ყველ დღე იკრიბებიან, უცხოური სპეცსამსახურების მიერ იმართებიან. 

ერთადერთი რასაც აღწევენ, არის ის, რომ მუდმივად რაღაც დიღის წესრიგისმაგვარს ქმნიან. სადღაც მოაწყვეს პროვოკაცია, რაღაც რადიკალური აქცია და ა.შ. ეს არის ერთადერთი. თქვენ ხედავთ, რომ ყოველდღე ნიუსი გადის, რომ გადაიკეტა რუსთაველის გამზირი, როდესაც ხან 50 კაცი დგას იქ, მაქსიმუმ 150-ზე ადის ხოლმე. ელემენტარულად მაჯისცემა უნდა შეუნარჩუნონ რადიკალებს, ეს არის სპეცსამსახურებში დაწერილი მარტივი სცენარები. მკვდარია ოპოზიცია, მაგრამ 20 კაცს უნდა გადააკეტინონ რუსთაველის გამზირი. სპეცსამსახურებიდან იმართება ეს ყველაფერი, ეს ადამიანებიც, რომლებიც მიდიან შტაბთან, ჩვეულებრივად საბოლოო ჯამში, ზოგმა არც იცის, ზოგი პირდაპირ, ზოგი არაპირდაპირ იმართება სპეცსამსახურების მიერ. ეს ყველაფერი ფინანსდება პირდაპირ უცხოური სპეცსამსახურების მიერ. ტრაგიკული მოვლენაა. - თქვა კობახიძემ

მსგავსი სიახლეები