ნადირაძე: ხაბეიშვილის დაკავება აბსურდია, სიურპრიზები „ოცნებას“ 4 ოქტომბერს ელოდება

12.09.25 11:14
ნადირაძე: ხაბეიშვილის დაკავება აბსურდია, სიურპრიზები „ოცნებას“ 4 ოქტომბერს ელოდება

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე ლევან ხაბეიშვილის დაკავებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ბრალის აბსურდულობაზე საუბრობს. ამის შესახენ მან მოდულის შენობასთან დღეს განაცხადა. 

მისი თქმით, ადვოკატებს საქმეზე არცერთი მასალა არ გადაცემიათ, რაც მიანიშნებს, რომ "ოცნების" ხელისუფლებას პოლიტპატიმრების საქმეებსაც ვეღარ "კერავს".

ნადირაძის თქმით, რეალურად, სწორედ „ქართული ოცნების“ ლიდერები არიან ქრთამისა და დაპირებების ავტორები.

პოლიტიკოსი კობახიძის გუშინდელ განცხადებასაც ეხმიანება და ამბობს, რომ "სიურპრიზებს" ახლა "ოცნება" 4 ოქტომბერს უნდა ელოდოს.

ფაქტია, რომ აქამდე პოლიტიკური პატიმრების და სინდისის პატიმრების საქმეები თეთრი ძაფით მაინც იკერებოდა და ახლა საერთოდ ვერ კერავენ ამ საქმეებს. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ ამ დრომდე საქმის ადვოკატებისთვის ამ დრომდე არ გადაუციათ არცერთი მასალა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ საქმის აბსურდულობას.

მე რომ გამოვიდე ახლა და ვთქვა, რომ 4 ოქტომრბის მერე, როდესაც ელისუფლება შეიცვლება, ბიუჯეტის მთელ ფულს არ დავხარჯავ არცერთ პროგრამაზე და დავურიგებ სულ ხალხს და მე რომ დამიჭირონ ახლა ბიუჯეტის გაფლანგვაზე ამ განცხადების გამო. ასე აბსურდთან გვაქვს, ხალხო, საქმე. და დაპირებები და ქრთამი უნდა მოიკითხოთ "ქართულ ოცნებაში". დაიწყეთ " 5 მილიონი ყველა სოფელს", დაიწყეთ "იაფი ფულით", დაიწყეთ "სოლარიუმებით" დაიწყეთ კარტოფილით, სესების გასტუმრებით. მაშინ ამაზე ბიძნა ივანიშვილს სამუდამო უნდა ჰქონდეს მისჯილი თავის "ქართული ოცნების" ლიდერებთან ერთად.

რაც შეეხება სიურპრიზებს, სიურპრიზები ელოდებათ "ქრთულ ოცნებას" 4 ოქტომბერს და ყველა ერთად დაველოდოთ, - ამბობს ნადირაძე. 

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა დააკავა. როგორც სუს-ში ამტკიცებენ, ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, პოლიტიკოსი 353-ე მიუხლით არის დაკავებული, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებას. 

სუსმ-ა ხელბორკილები დაადო ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესაც. გამოძიება ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საუბარია თანხების მითვისებაზე.

ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები