4 ოქტომბერი არ იქნება მხოლოდ აქცია, ეს იქნება ჩვენთვის "დიდგორი" - ფარულავა
ხაბეიშვილის დაკავება ცხადყოფს, რომ "ოცნება" შეშინებულია, - ამის შესახებ დღეს მოდულის შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ფარულავამ ისაუბრა. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდს ახლა ყველაზე მეტად 4 ოქტომბრის ძალიან ეშინია, რომელიც ოპოზიციისთვის და ხალხისთვის ჩვეულებრივი აქცია არ იქნება.
"ეს იქნება ჩვენთვის "დიდგორი", - ამბობს ფარულავა.
ხაბეს დაკავება არის შიშის აღიარება, შიდა დაპირისპირების აღიარება, რომელიც არის "ქართულ ოცნებაში". მდინარაძე, კობახიძე, პაპუაშვილს არანაირი რეპუტაცია თვიონ პროტოქოცებში არ აქვს და შიშები აქვტ თავისივე თანაგუნდელების, რომ რაღაცას გამოუგონებენ. შეშინებულები არიან 4 ოქტომბრით, მაგრამ მე მათ მინდა, მივმართო, რომ გრძელდება მობილიზება 4 ოქტომბრისთვის, იმიტომ, რომ ეს არ იქნება ჩვენთვის მხოლოდ აქცია, ეს ჩვენთვის იქნება "დიდგორი", მშვიდობიანი რევოლუციის დღე, მშვიდობიანი დამხობის დღე, - ამბობს ლაშა ფარულავა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა დააკავა. როგორც სუს-ში ამტკიცებენ, ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, პოლიტიკოსი 353-ე მიუხლით არის დაკავებული, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებას.
სუსმ-ა ხელბორკილები დაადო ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესაც. გამოძიება ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საუბარია თანხების მითვისებაზე.
ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.