"დანაშაული არ მომხდარა" - ხაბეიშვილის და ზოდელავას მოსანახულებლად ადვოკატები მივიდნენ
ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა ამ დრომდე მოდულის შენობაში იმყოფებიან. ცოტა ხნის წინ იქ დაკავებული პოლიტიკოსების ადვოკატები მივიდნენ.
ხაბეიშვილის ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე პირდაპირ ამბობს, რომ ენმ-ს ლიდერისთვის წარდენიი ბრალი აბსურდულია. მისი თქმით, ხაბეიშვილი არ უნდა დაისაჯოს, რადგან, რეალურად, დანაშაული არ მომხდარა.
უნდა მოვინახულო ლევან ხაბეიშვილი, რომ გავიაროთ სხვადასხვა დეტალები. რაც შეეხება ბრალის წარდგენას, როგორც ჩემთვის ცნობილია, შეიძლება, წარდგენილი იქნას 4-5 საათისთვის, აქედან გამომდინარე, ველოდები ბრალს. მაგრამ, კიდევ ერთხელ მინდა, რომ საზოაგდოებას ვუთხრა, ეს ბრალი არ არსებობს, რაც არ უდნა დაწერონ ფურცელზე, რაც არ უდა გადღაბნონ, არ არსებობს ბრალი, რადგან სს კოდექსით, აღნიშნული მუხლი, პრეამბულა დისპოზიციით ლევან ხაბეიშვილი არ უნდა დაისაჯოს, რადგან დანაშაული არ მომხდარა, - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა დააკავა. როგორც სუს-ში ამტკიცებენ, ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, პოლიტიკოსი 353-ე მიუხლით არის დაკავებული, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებას.
სუსმ-ა ხელბორკილები დაადო ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესაც. გამოძიება ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საუბარია თანხების მითვისებაზე.
ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.