კალაძე ამტკიცებს, რომ ხაბეიშვილის განცხადება ქრთამის შეთავაზებაა და დასჯადია
კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილის განცხადება ქრთამის შეთავაზებას წარმოადგენს და კანონით ისჯება. დედაქალაქის მერი ირწმუნება, რომ მნიშვნელობა არ აქვს, საჯაროდ გააკეთა ოპოზიციონერმა განცხადება თუ ფარულად.
ქრთამის შეთავაზება ისეთივე დასჯადია, როგორც ქართამის აღება, ქრთამის მიცემა, შესაბამისად, მის ამ ქმედებებში ჩანს დანაშაული, რაზეც შესაბამისმა უწყეებმა გააკეთა განცხადება. რა მნიშვნელობა აქვს საჯაროდ შესთაზა თუ არა, ფარულად რომ ყოფილიყო, ფარული ვიდეოჩანაწერი, პირობითად ვამბობ, სადაც ის სამართალდაცველისთვის ან სამართალდაცველებისთვის გააკეთებდა შეთავაზებას ქრთამის მიცემაზე, რა განსხვავებაა ამ ყველაფერში? დანაშაული არის ის, როდესაც შენ ქრთამს სთავაზობ პოლიციელებს, რომ მათ გადადგან ნაბიჯი კანონის წინააღმდეგ. ეს დანაშაულია, - ამბობს კალაძე.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა დააკავა. როგორც სუს-ში ამტკიცებენ, ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, პოლიტიკოსი 353-ე მიუხლით არის დაკავებული, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებას.
სუსმ-ა ხელბორკილები დაადო ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესაც. გამოძიება ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საუბარია თანხების მითვისებაზე.
ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.