ბორის ჩელე ყურუა: საჯარო პოლიტიკური დაპირება დანაშაულად ვერ ჩაითვლება

12.09.25 13:20
ბორის ჩელე ყურუა: საჯარო პოლიტიკური დაპირება დანაშაულად ვერ ჩაითვლება

 

 

საჯარო განცხადება, რომელიც პოლიტიკოსის მხრიდან ჟღერს როგორც დაპირება, არ შეიძლება, აღქმული იყოს როგორც დანაშაული, - ამის შესახებ პოლიტიკოსი ბორის ჩელე ყურუა საუბრობს. ყურუას შეფასებით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია არა სამართლიანობის აღდგენა, არამედ ხელისუფლებაში კიდევ ერთი დღით დარჩენა.

პლიუს ერთი პოლიტპატიმარი გვყავს ციხეში. არ ვიცი, გარდა 4 ოქტომბრისა, რა შეიძლება, ყოფილიყო ინტერესი იმისთვის, რომ პოლიტიკოსი დაპირებისთვის ჩაესვათ ციხეში. საჯარო განცხადება, რომელიც პოლიტიკოსის მხრიდან ჟღერს როგორც დაპირება, არ შეიძლება, აღქმული იყოს როგორც დანაშაული და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლოს და თავიანთ ძალას იყენებენ იმისთვის, რომ თავიანთ პოლიტიკურ ოპონენტებს გაუსწორდნენ. მათთვის არ არის მნიშვნელოვანი სამართლიანობის აღდგენა, არ არის მნიშვნელოვანი დანაშაულის პრევენცია. მნიშვნელოვანია ის, რომ კიდევ ერთი დღე გაჩერდნენ ხელისუფლებაში, - ამბობს ბორის ჩელე ყურუა. 

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა დააკავა. როგორც სუს-ში ამტკიცებენ, ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, პოლიტიკოსი 353-ე მიუხლით არის დაკავებული, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებას. 

სუსმ-ა ხელბორკილები დაადო ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესაც. გამოძიება ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საუბარია თანხების მითვისებაზე.

ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

მსგავსი სიახლეები