დააკავებენ თუ არა ბურჭულაძის შემდეგ ღარიბაშვილს? - რას ამბობენ "ოცნებაში"

12.09.25 14:05
დააკავებენ თუ არა ბურჭულაძის შემდეგ ღარიბაშვილს? - რას ამბობენ "ოცნებაში"

დააკავებენ თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს? კითხვა მას შემდე გაჩნდა, რაც სუსმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე კორუფციის ბრალდებით დააკავა.

"პირველების" დასმულ კითხვას, გავა თუ არა კვალი საბოლოოდ ექსპრემიერამდე, "ოცნებაში" გადაჭრით ვერ პასუხობენ. 

კახა კალაძე მხოლოდ იმას ამბობს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავება უსიამოვნო ფაქტია. 

გამოძიება ყველაფერს დაადგენს. ჩემთვის ადამიანურად, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო და გულდასაწყვეტია, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ ან კიდევ უფრო მეტად მძიმეა ის, როდესაც იმ ვითარებაში, როდესაც მთელი გუნდი და განსაკუთრებულად ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გადადო გვერდით, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და როდესაც ამ ტიპის რაღაცეები ხდება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია, არასასიმოვნოა, - თქვა დღეს კახა კალაძემ. 

"ოცნების" კიდევ ერთი წევრი გია ვოლსკი კი ამბობს, რომ არაფერს გამორიცხავს.  

გამოძიება აჩვენებს ყველაფერს. არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმეს ეჭვი დარჩეს დანაშაული დაფარვის მცდელობაზე. ძალიან გამიკვირდება, ვერც ვუშვებ იმას, რომ შეიძლება რამე კორუფციულ სისტემაში იყოს ჩართული. საერთოდ არის ეგეთი ფორმულა, რომ არაფერი უნდა გამორიცხო ცოვრებაში, მაგრამ ადამიანები ვართ, ჩვენი სისუსტეები გვაქვს. ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყოს, ნებისმიერი ადამიანი, ვინც სახელმწიფოს დაუპირისპირდება ასეთი ბოროტი დანაშაულით, როგორიც არის კორუფცია, ყველას პასუხი მოეთხოვება, - ამბობს ვოლსკი. 

თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ დააკავებენ ყველას, თუკი ვინმე სისხლის სამართლებრივ დანაშაულს ჩაიდენს. 

თქვენ შეიძლება, ნახოთ დაკავებული თეგიზ შარმანაშვილი თუ ის ჩაიდენს სისხლის სამართლის დანაშაულს. ეს არის ჩემი პასუხი. კონკრეტულ გვარებზე ვერ გიპასუხებთ, იმიტომ, რომ არანაირი ინფორმაცია, რომ ვინმემ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, ამ ეტაპზე არ მაქვს. როდესაც გამოჩნდა მტკიცებულება, მას მიაკითხა პროკურატურამ და წაუყენა ბრალი. ასევე მოხდება ყველა დანრჩენი პირის მიმართ ან არ მოხდება თუ ასეთი მტკიცებულება არ იარსებებს, - ამბობს შარმანაშვილი. 

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 

მსგავსი სიახლეები