"სუსი შეშინებულია" - ლაშა ტყეშელაძე

12.09.25 15:10
 "სუსი შეშინებულია" - ლაშა ტყეშელაძე

 

 

სუსი რასაც ამბობს, სამართალთან არავითარი კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი ლევან ტყეშელაძე საუბრობს.  

მისი თქმით, საქმე თავიდანვე პოლიტიკურად იყო მოტივირებული და ხაბეიშვილი მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ "ოცნება"  4 ოქტომბრის საპროტესტო მობილიზაციით არის შეშინებული.

ადვოკატის თქმით, ხაბეიშვილის დაპატიმრება პირდაპირ აჩვენებს, რომ რეჟიმს მშვიდობიანი დამხობის შესაძლებლობის ეშინია. 

სუსი რასაც ამბობს, ყველამ ვიცით, რომ სამართალთან არავითარი კავშირი არ აქვს და პირდაპირ არის პოლიტიკური საქმე. რას შეთითხნიან, რას დაწერენ და ა.შ. , სამართალთან არავითარი კავშირი არ აქვს. მთავარი რა არის? ლევან ხაბეიშვილი იმიტომ დააკავეს, რომ სუსი არის შეშინებული, რეჟიმი არის შეშინებული, ე.ი. მშვიდობიანი დამხობა არის შესაძლებელი. ყველას მოუწოდებს, რომ თუ ვინმე იტყვის, რომ აი, 4-ში შეუძლებელია, 4-ში არ გამოვა ან ა.შ., რაღაც დაიწყებს ბლა-ბლა-ბლას, შეხედეთ, დააკავეს იმიტომ, რომ ადამიანი იბრძოდა და თავი გადადო ამ ბრძოლისთვის და სუსსაც შეეშინდა და დააკავეს. 

ძალიან მარტივი კითხვა ჩნდება, თუ სუსს არ ეშინოდა 4 ოქტომბრის, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა, ჩაივლიდა ეს 4 ოქტომბერი, იქითა მხარე დასცინებდა, რაღაცა სხვადასხვა სიტყვებს გამოიყენებდნენ და პოლიტიკური კარიერა ლევან ხაბეიშვილის შეიძლებოდა, ყოველ მხრივ განადგურებულიყო დაცინვით და ა.შ. მაგრამ, ნახეთ, რა მოხდა - შეეშინდა სუსს, იმიტომ, რომ ეს არის რეალური, - ამბობს ლაშა ტყეშელაძე. 

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა დააკავა. როგორც სუს-ში ამტკიცებენ, ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, პოლიტიკოსი 353-ე მიუხლით არის დაკავებული, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებას. 

სუსმ-ა ხელბორკილები დაადო ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესაც. გამოძიება ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საუბარია თანხების მითვისებაზე.

ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

მსგავსი სიახლეები