ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ, საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ განხორციელებულ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს
დიდი ბრიტანეთის საელჩო გმობს საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ განხორციელებულ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს და მას “მტრული დეზინფორმაციის სერიის უახლეს მაგალითს“ უწოდებს“
განცხდებაში საელჩო აღნიშნავს, რომ “ეს ყველაფერი მიზნად ისახავს გერმანიისა და სხვა ევროპული ქვეყნების დისკრედიტაციას“.
დიდი ბრიტანეთი გმობს საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ განხორციელებულ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს. ეს წარმოადგენს მტრული დეზინფორმაციის სერიის უახლეს მაგალითს, რომელიც მიზნად ისახავს გერმანიისა და სხვა ევროპული ქვეყნების დისკრედიტაციას — იმ პარტნიორების, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში საქართველოს გვერდით იდგნენ.
ჩვენ ვუერთდებით გერმანიას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ყალბი ნარატივების გავრცელება საქართველოსა და მისი ხალხის მიმართ დასავლური მხარდაჭერის შესახებ, - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილი არაერთხელ დაესხა თავს გერმანიის ელჩს საქართველოში, პეტერ ფიშერს. ერთ-ერთი ბოლო განცხადება პაპუაშვილმა 10 სექტემბერს გააკეთა.
"როდესაც გერმანიის ელჩი პოსტს წერდა, ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც მხარდაჭერა გამოუცხადა, „ქართული ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბს ფაშისტური ყიჟინით თავს ესხმოდნენ"- დაწერა პაპუაშვილმა.