"ოცნება" ძალიან ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს მათივე ყოფილი თუ ახლანდელი თანაგუნდელებისგან - ჯაფარიძე

12.09.25 15:16
"ოცნება" ძალიან ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს მათივე ყოფილი თუ ახლანდელი თანაგუნდელებისგან - ჯაფარიძე

 

 

"ოცნება" ძალიან ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს მათივე ყოფილი იქნება თუ ახლანდელი თანაგუნდელებისგან - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სოფო ჯაფარიძე საუბრობს.  

მისი თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ ყოფილი თუ მოქმედი თანაგუნდელების მხრიდან მოხდება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დაშლა.

ჯაფარიძე ხაზს უსვამს, რომ პატიმრობის მიუხედავად, ლევან ხაბეიშვილი ბრძოლას არ შეწყვეტს და მისი შესაძლებლობები იმაზე ნაკლები არ იქნება, ვიდრე ამას გარეთ ყოფნის შემთხვევაში შეძლებდა. 

ეს არის შეშინებული, სრულ ისტერიკაში მყოფი "ქართული ოცნების" რეალური სახე, რომელსაც პირადად მე მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ძალიან ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდონ მათივე ყოფილი იქნება თუ ახლანდელი თანაგუნდელებისგან. სწორედ ის ადამიანები დაანგრევენ ამ ბოროტების მანქანას, რომლებმაც თავადვე შექმნეს ეს ბოროტების მანქანა. 

თუ ვინმეს ჰგონია, რომ 4 კედელში გამომწყვდეული ლევან ხაბეიშვილი იმაზე ნაკლებს შეძლებს, ვიდრე გარეთ მყოფი, ძალიან სცდება, - ამბობს სოფო ჯაფარიძე. 

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა დააკავა. როგორც სუს-ში ამტკიცებენ, ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, პოლიტიკოსი 353-ე მიუხლით არის დაკავებული, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებას. 

სუსმ-ა ხელბორკილები დაადო ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესაც. გამოძიება ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საუბარია თანხების მითვისებაზე.

ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

მსგავსი სიახლეები