კუპრაძე: ხაბეიშვილის დაკავება ადასტურებს, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილებები შიშს ეფუძნება

12.09.25 15:26
კუპრაძე: ხაბეიშვილის დაკავება ადასტურებს, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილებები შიშს ეფუძნება

 

 

ხაბეიშვილის დაკავება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ შიში არის მთავარი რამ, რითაც ღებულობს გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ირაკლი კუპრაძე საუბრობს. 

მისი თქმით, ხაბეიშვილი მორიგი პოლიტპატიმარია, რასაც რეჟიმის დამოკიდებულება ნათლად ადასტურებს. კუპრაძე აღნიშნავს, რომ ბრძოლა გაგრძელდება როგორც საპროტესტო, ისე საარჩევნო ველზე და საბოლოოდ ივანიშვილი ქართველ ხალხთან დამარცხდება. 

ლევან ხაბეიშვილის დაკავება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ შიში არის მთავარი რამ, რითაც ღებულობს გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი. სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ლევან ხაბეიშვილს. ის არის მორიგი პოლიტპატიმარი ბიძინა ივანიშვილის და რუსული რეჟიმის. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა ველზე, მათ შორის საპროტესტო ველზე, მათ შორის არჩევნებზე და აუცილებლად შევძლებთ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება ქართველი ხალხის წინაშე, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა დააკავა. როგორც სუს-ში ამტკიცებენ, ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, პოლიტიკოსი 353-ე მიუხლით არის დაკავებული, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებას. 

სუსმ-ა ხელბორკილები დაადო ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესაც. გამოძიება ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საუბარია თანხების მითვისებაზე.

ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

მსგავსი სიახლეები