რა გეგმა აქვს ოპოზიციას - "ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება

12.09.25 15:41
რა გეგმა აქვს ოპოზიციას - "ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთ საათში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. ლევან ხაბეიშვილის დაკავების შემდეგ პარტია გეგმავს, გადაწყვიტოს, რა ნაბიჯებით უპასუხოს მიმდინარე პროცესებს და "ოცნების" მცდელობას, შეამციროს პროტესტის მასშტაბი.

პარტიის ცნობით, უკვე დაიწყო 4 ოქტომბრის დაგეგმილი აქციისთვის მზადება. განიხილება რეგიონებში გასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრები, სადაც დეტალურად აიხსნება, რატომ არის საჭირო არჩევნების დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრება. პარტიის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ 4 ოქტომბერი უახლოეს პოლიტიკურ ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღი გახდეს.

კარგად უნდა ესმოდეს ბიძინა ივანიშვილს და რუსულ ოცნებას, რომ არათუ ლევან ხაბეიშვილი, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა 4 ოქტომბრის აქციის. ყველა პოლიტიკოსი რომ დაიჭირონ ვინც კი ველზეა, ეს 4 ოქტომბრის აქცია, ბიძინა ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობა აუცილებლად შედგება, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული ქართველ ხალხს. პირიქით, უფრო აქტიურად, უფრო ენერგიულად გავაგრძელებთ ჩვენ 4 ოქტომბრისთვის მზადებას. დიახ, გავალთ რეგიონებში, შევხვდებით ყველა ადამიანს, ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, რომ 4-ში რაც შეიძლება მეტნი ვიყოთ საზოგადოების იმ წარმომადგენლებთან ერთად, მსახიობებთან, ექიმებთან, მომღერლებთან, სტუდენტებთან და უბრალო ადამიანებთან ერთად, რომლებსაც აღარ უნდათ რუსულ ჭაობში ცხოვრება, აღარ უნდათ, რომ იცხოვრონ სიღარიბეში, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე. 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ ხაბეიშვილის იზოლაციაში მოქცევით "ოცნება" 4 ოქტომბრის გეგმებს და ხალხის ბრაზს ვერ გაანეიტრალებს. მისი თქმით, ივანიშვილის გუნდი იმაზე მეტ საპროტესტო მუხტს და რისხვას მიიღებს, ვიდრე აქამდე ეგონა. 

4 ოქტომრბის გეგმებს რაც შეეხება, არაფერი იცვლება. რეჟიმს თუ ეგონა, რომ ამით ველს მოასუფთავებდა და ლევანის იზოლირებით ჩააქრობდა იმ მუხტს, იმ ტალღას, რომელიც იგეგმება 4 ოქტომბრისთვის და იმ ბრზას რაღაცნაირად გაანეიტრალებდა, რაც საზოგადიებაში არსებობს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება პირიქით. ლევანი დააკავეს, მაგრამ მის ადგილას გამოვა ათობით და ასობით სხვა ადამიანი, რომელიც ჩაანაცვლებს ლევანს სწორედ იმ დღეს, 4 ოქტომბერს, როდესაც ისინი ნახავენ ქართველი ხალხის რისხვას, - ამბოს ცისკარიშვილი.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა დააკავა. როგორც სუს-ში ამტკიცებენ, ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, პოლიტიკოსი 353-ე მიუხლით არის დაკავებული, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებას.  

მსგავსი სიახლეები