ცისკარიშვილი ბურჭულაძის დაკავებაზე: კობახიძის კლანმა დაჩაგრა და აჯობა ღარიბაშვილის კლანს

12.09.25 15:31
ცისკარიშვილი ბურჭულაძის დაკავებაზე: კობახიძის კლანმა დაჩაგრა და აჯობა ღარიბაშვილის კლანს

კობახიძის კლანმა დაჩაგრა და აჯობა ღარიბაშვილის კლანს, არა მხოლოდ აჯობა და ხელისუფლებაში ჩაენაცვლა, არამედ ცდილობს, მაქსიმალურად დიდი ზიანი მიაყენოს მას, - ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი თავდაცვის ექსმინიტრის დაკავების ფაქტს. 

ოპოზიციონერი ლიდერი “ოცნების“ რეჟიმის ქმედებებს რუსული ტიპის მმართველობას უწოდებს და ამბობს, რომ “ახალმოსული კლანი წინას იმის გამო ასამართლებს და  ციხეებში სვამს, რომ თვითონ გაიმყაროს იმიჯი“.

ეს რეჟიმი რასაც აკეთებს, ეს არის კლასიკური, სუფთა რუსული ტიპის მმართველობა, როდესაც ახალმოსული კლანი წინას ასამართლებს, ციხეებში სვამს იმისთვის, რომ თვითონ გაიმყაროს, თავის ამომრჩევლის სეგმენტში სამართლიანობის და კეთილშობილების იმიჯი. ამ შემთხვევაში კობახიძის კლანმა დაჩაგრა და აჯობა ღარიბაშვილის კლანს, არა მხოლოდ აჯობა და ხელისუფლებაში ჩაენაცვლა, არამედ ცდილობს, მაქსიმალურად დიდი ზიანი მიაყენოს მას სამართლებრივი და პოლიტიკური და ამით გაიმყაროს საკუთარი ლეგიტიმურობა, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე გუშინ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

პროკურატურის წარმომადგენლები მას ბრალს ოფიციალურად დღეს, 16:00 საათზე კლინიკა “ჰელსიკორში“ წარუდგენენ.

მსგავსი სიახლეები