4 ოქტომბერი "ოცნებამ" უკვე წააგო - პაატა ბურჭულაძე

12.09.25 15:52
4 ოქტომბერი "ოცნებამ" უკვე წააგო - პაატა ბურჭულაძე

4 ოქტომბერი მთავრობამ უკვე წააგო, - ამის შესახებ მსოფლიო ბანი პაატარ ბურჭულაძე საუბრობს. მისი თქმით, "ოცნების" ხელისუფლება უსამართლო ნაბიჯებით ცდილობს პროცესების შეჩერებას, თუმცა საზოგადოებრივი პროტესტის წინააღმდეგ ვერაფერს გააკეთებს.

ბურჭულაძის განცხადებით, პირადი დაკავების შემთხვევაშიც კი მთავარია, რომ ხალხის ხმა და პროტესტი გაგრძელდება, ხოლო მიმდინარე პროცესები "ოცნების"  უსუსურობის ნიშანია. 

ასეთი უსამართლობის გაგრძელება აღარ შეიძლება. და ერთი რამეც უნდა ითქვას, 4 ოქტომბერი მთავრობამ უკვე წააგო. მათ ადყარეს ფარ-ხმალი, იმიტომ არიან გადასულები ამაზე, იციან, რომ 5-ში დილით ეგენი აღარ იქნებიან. ვის დაიჭერენ, მე დამიჭერენ, რაღაც არ მოეწონებათ ჩემი, რავიცი, სახე ან დილით თმის ვარცხნილობა და ამაზე შეიძლება, დამიჭირონ. კი, ბატონო, მაგრამ ხალხს რას უზამენ? რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება, განვითარდეს, მე თავიდანვე ვიცოდი, როცა ვიწყებდი ამ მოძრაობას, რუსთაველის გამზირს, რომ ასეთ რამ შეიძლებოდა, მომხდარიყო და აი, მოხდა, ხომ ხედავთ. ეს არის უსუსურობის ნიშანი, - ამბობს პაატა ბურჭულაძე. 

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა დააკავა. როგორც სუს-ში ამტკიცებენ, ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, პოლიტიკოსი 353-ე მიუხლით არის დაკავებული, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებას.   

მსგავსი სიახლეები