რაზე ესაუბრა პოლიტსაბჭოს სხდომაზე მისული პაატა ბურჭულაძე "ნაციონალურ მოძრაობის" წევრებს?
"ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. უკვე ერთ საათზე მეტია პოლიტიკოსები დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ, რა უნდა იყოს მათი გეგმა "ოცნების" დაწყებული დაჭერების საპასუხოდ. "პირველების" კამერამ გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ სხდომაზე დასასწრებად "რუსთაველის მოძრაობის" ლიდერის სტატუსით მივიდა მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე. მან სხდომა ცოტა ხნის წინ დატოვა.
როგორც ბურჭულაძემ მედიასთან განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს გააცნო გეგმა, თუ რას აპირებს "რუსთაველის გამზირი" 4 ოქტომბერს.
რადგან ლევანი დაიჭირეს, დღეს შედგა უბრალოდ ეს შეხვედრა, მე ეგავაცანი ეს გეგმები ნაციონალურ მოძრაობას, თუ რას აპირებს "რუსთაველის გამზირი" 4 ოქტომბერს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი მიდის ძალიან კარგად. ჩანს, რომ რეჟიმი არის ძალიან უსუსური და 4-ში მათ ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს და 4-შივე მორჩება ყველაფერი. მე შევთავაზე მათ რომ ახლა რეგიონები არ არის მაინცდამაინც მნიშვნელოვანი. ახლა მნიშვნელოვანია ლევანის სასამართლოზე ვიყოთ გარეთ და თბილისი გამოვაღვიძოთ, თუკი ვინმეს სძინავს", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.