კობახიძე ამტკიცებს, რომ ხაბეიშვილი ციხისთვის "ოცნებიდან" წასულებმა "გაწირეს"
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილი ციხისთვის "ოცნებიდან" წასულებმა "გაწირეს". "ოცნების" პრემიერი ირწმუნება, რომ სწორედ მისი ყოფილი თანაგუნდელები უხდიდნენ დაკავებულ ოპოზიციონერ ლიდერს ფულს.
არავის არ ვურჩევ აგენტობას, რადგან შემდეგ შენვე გაზარალებს. აქ ჯერ აძლევდნენ ჯერ 3000 ლარს თვეში, შემდეგ 5000 ლარს, დაავალეს დანაშაულის ჩადენა, ჩაადენინეს დანაშაული და გაწირეს ციხისთვის. კი კი(ყოფილ თანაგუნდელებს) ვინც თანხას უხდიდა იმას ვგულისხმობ.
რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილის დაპირებას, ეს არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი, გამომდინარე იქიდან, რომ მას თან ახლავს კონკრეტიკა. ის პირობას აძლევდა ყველას, ნებისმიერს, ვინც გადადგამდა ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს და დაუპირისპირდებოდა სახელმწიფო სისტემას. იმდენად კონკრეტულია ამ შემთხვევაში დაპირება, რომ ვფიქრობ, სამართლებრივად ყველაფერი ძალიან ცხადია, თუმცა საბოლოოდ ჭეშმარიტებას ამ საქმეზე დაადგენს სასამართლო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა დააკავა. როგორც სუს-ში ამტკიცებენ, ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, პოლიტიკოსი 353-ე მიუხლით არის დაკავებული, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებას.
სუსმ-ა ხელბორკილები დაადო ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესაც. გამოძიება ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საუბარია თანხების მითვისებაზე.
ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.