ეს ომი ჩვენ უკვე მოვიგეთ, 4-ში ვიწყებთ და 4-შივე ვამთავრებთ ამ რეჟიმს- პაატა ბურჭულაძე
ეს ბრძოლა, რომელიც 4 ოქტომბერს არის, ჩვენ უკვე მოგებული გვაქვს, ახლა უნდა გავიფორმოთ,- ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ დაჭერები გაგრძელდება და მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი “ამ მშიშარა რეჟიმის შედეგია.“
მიუხედავად იმისა, რა უსამართლო დაკავებებიც არსებობს დღეს საქართველოში - იგონებენ, ცილს სწამებენ მათ. ალბათ, სხვა დაკავებებიც მოხდება. ჩვენ გვინდა გითხრათ, რომ ეს ომი, ბრძოლა 4 ოქტომბერს, უკვე მოგებული გვაქვს. ყველაფერი, ახლა რაც ხდება ამ მშიშარა რეჟიმის შედეგია. სხვანაირად ვერ აღწერ - ან უნდა დაგიჭირონ, ან უნდა დაგამცირონ. ეს ომი ჩვენ მოვიგეთ, რაც უნდა გავაფორმოთ 4 ოქტომბერს და ჩვენ ამასაც ვიზამთ. ასე, რომ ვიდგეთ მედგრად, ერთად. ჩვენი საქმე მართალია. აუცილებლად გავიმარჯვებთ. 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ ამ რეჟიმს, - განაცხადა ბურჭულაძემ.
ბურჭულაძე “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ესწრებოდა.