დიდი ბრიტანეთი და ეუთოს 36 ქვეყანა „ოცნებას“ პოლიტიკურ რეპრესიებში ამხელენ - რას პასუხობს ივანიშვილის გუნდი
დიდი ბრიტანეთი, კანადა, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ჩეხეთი და კიდევ 28 ქვეყანა „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
37 სახელმწიფოს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებული ვითარება ეუთოს ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება. დასავლური ქვეყნები მხარდაჭერას უცხადებენ ქართველ ხალხს და "ოცნების" ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის დროულ გზებს სთხოვენ.
განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია 4 ოქტომბრის მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე. ლიდერი ქვეყნების თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ციხეში მოთავსებისა და საარჩევნო კოდექსში სადავო ცვლილებების ფონზე, არჩევნებისადმი ნდობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.