რა მიზეზით გადაიდო ჯუანშერ ბურჭულაძისთვის ბრალის წარდგენა? - ადვოკატის კომენტარი

12.09.25 18:24
რა მიზეზით გადაიდო ჯუანშერ ბურჭულაძისთვის ბრალის წარდგენა? - ადვოკატის კომენტარი

რა მიზეზით გადაიდო ჯუანშერ ბურჭულაძისთვის ბრალის წარდგენა? - თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატი, დიმიტრი ხაჩიძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია, "ტექნიკური პრობლემის თუ რაიმე შეთანხმების ამბავს" აქვს ადგილი, რის გამოც ბრალის წარდგენა გადაიდო. 

მისივე განცხადებით, ჯუნაშერ ბურჭულაძე უდანაშაულოდ ცნობს თავს და მან გამოძების კითხვებს ამომწურავად გასცა პასუხი გამოძებსი მიმდინარეობისას. 

ვადა არის 48 საათი ამისთვის მოგეხსენებათ, ეს იწურება ხვალ სადღაც შუადღისას. ბრალდების გადასაწყვეტია როდის გადაწყვეტენ ბრალის წარდგენას, არის ტექნიკური პრობლემა თუ რამის შეთანხმების ამბავი, ვერ გეტყვით. ეს მათი გადასაწყვეტია მთლიანად. ჩვენ გამოძიების მიმდინარეობისას, რაზეც არის დაკავებული, ყველა კითხვას გავცეით პასუხი. იგი უდანაშაულოა, თავს უდანაშაულოდ ცნობს", - განაცხადა დიმიტრი ხაჩიძე. 

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე გუშინ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ჯუანშერ ბურჭულაძე დანაშაულს არ აღიარებს. თავდაცვის ექს მინისტრი ამტკიცებს, რომ ბიუჯეტის ფული არ მიუსაკუთრებია და რასაც აბრალებენ აბსურდია.

მისი დავოკატის თქმით, რომელმაც დაცვის ქვეშ მყოფი ცოტა ხნის წინ კლინიკაში მოინახულა, ბურჭულაძე აპირებს სამართლებრივ ბრძოლას იმისთვის, რომ მისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. 

 

მსგავსი სიახლეები