ადვოკატის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძისთვის ბრალის წარდგენა ხვალ დილით მოხდება

12.09.25 18:44
ადვოკატის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძისთვის ბრალის წარდგენა ხვალ დილით მოხდება

ადვოკატის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძისთვის ბრალის წარდგენა ხვალ დილით მოხდება - დიმიტრი ხაჩიძე ამბობს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრისთვის ბრალის დადგენილებსი გაცნობა დღეს არ მოხდება. 

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე გუშინ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ჯუანშერ ბურჭულაძე დანაშაულს არ აღიარებს. თავდაცვის ექს მინისტრი ამტკიცებს, რომ ბიუჯეტის ფული არ მიუსაკუთრებია და რასაც აბრალებენ აბსურდია.

მისი დავოკატის თქმით, რომელმაც დაცვის ქვეშ მყოფი ცოტა ხნის წინ კლინიკაში მოინახულა, ბურჭულაძე აპირებს სამართლებრივ ბრძოლას იმისთვის, რომ მისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. 

მსგავსი სიახლეები