რეალური ოპტიმიზაცია თუ პოლიტიკური მანიპულაცია – ვინ ფლანგავდა ფულს „ოცნების“ მთავრობაში?

12.09.25 20:51
რეალური ოპტიმიზაცია თუ პოლიტიკური მანიპულაცია – ვინ ფლანგავდა ფულს „ოცნების“ მთავრობაში?

რეალური ოპტიმიზაცია თუ პოლიტიკური მანიპულაცია?
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციით 700 მილიონი ლარი დაიზოგა. თუმცა, ეს ნიშნავს იმასაც, რომ წლების განმავლობაში ყოველწლიურად ანალოგიური თანხები იფლანგებოდა. ეკონომისტების შეფასებით, ეს რეფორმა უფრო პოლიტიკური ბრძოლის იარაღია, ვიდრე სისტემური გამოსავალი.

თუ დავიანგარიშებთ, „ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში სახელმწიფო საწარმოებში 9 მილიარდ ლარზე მეტი დაკარგული აღმოჩნდა. ეს კომპანიები ტრადიციულად ზარალზე მუშაობენ, დივიდენდს არ იხდიან და პარტიული აქტივის დასაქმების მთავარ ადგილად რჩებიან.

ექსპერტები მოითხოვენ ზუსტ ანგარიშს - რომელ საწარმოში რამდენი დაიზოგა და როგორ მოხდება თანხის გადანაწილება ისე, რომ ქვეყნის ეკონომიკას რეალური სარგებელი მოუტანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მხოლოდ ერთ ჯგუფს ჩაანაცვლებს მეორით, ისევ ბიუჯეტის ხარჯზე.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.