ჯუანშერ ბურჭულაძე ბრალდების წარდგენის მოლოდინში - დამძიმდება თუ შემსუბუქდება საქმის კვალიფიკაცია

12.09.25 20:22
ჯუანშერ ბურჭულაძე ბრალდების წარდგენის მოლოდინში - დამძიმდება თუ შემსუბუქდება საქმის კვალიფიკაცია

„ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსანი უკვე 24 საათზე მეტია ბრალის წარდგენას ელოდება. ჯუანშერ ბურჭულაძე, რომლის დაკავებაც სუს-მა გუშინ დაადასტურა, ამ დრომდე ბრალის დაზუსტებას გარეშეა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან.

გამოძიების ინფორმაციით, ბურჭულაძის მითითებით ტომოგრაფიის აპარატის შესაძენად თანხები ხელოვნურად გაიზარდა, რის შედეგადაც ბიუჯეტს 1,3 მილიონ ლარზე მეტი ზიანი მიადგა. მისი მოადგილე და შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი უკვე დაკავებულნი არიან, თავად ბურჭულაძე კი დანაშაულს არ აღიარებს და ბრალდებას აბსურდს უწოდებს.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ბურჭულაძის საქმე "ოცნების" შიგნით კლანურ დაპირისპირებას უკავშირდება. მათი თქმით, კორუფციასთან ბრძოლა „ქართული ოცნების“ მხრიდან ილუზიაა, და ამ შემთხვევაში „კობახიძის კლანმა“ ღარიბაშვილის ჯგუფს აჯობა.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები