ღარიბაშვილის ირგვლივ წრე ვიწროვდება - გამოაცახადა თუ არა "ოცნებამ" ნადირობის სეზონი ექსპრემიერზე
კახა კალაძემ პასუხი არ გასცა კითხვას, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებას ეხებოდა.
ბურჭულაძე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მინისტრის პოსტს იკავებდა, მძიმე კორუფციულ ბრალდებაზეა დაკავებული. ის ყოფილი პრემიერის უახლოეს გარემოცვაა, რის გამოც ჩნდება კითხვა - ჰქონდა თუ არა ღარიბაშვილს ინფორმაცია სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე და გავრცელდება თუ არა გამოძიება მის მიმართულებითაც.
„ქართული ოცნების“ ლიდერების რიტორიკა ბოლო დღეებში შეიცვალა. თუ აქამდე ისინი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებდნენ, ახლა აღარ გამორიცხავენ, რომ ყოფილი პრემიერი შესაძლოა კორუფციულ სკანდალში აღმოჩნდეს.
ბურჭულაძე, რომელიც ღარიბაშვილის უახლოეს გარემოცვად ითვლებოდა, კორუფციის საქმეზეა ბრალდებული. მის შესახებ ჟურნალისტური გამოძიებები წარსულშიც არაერთხელ გამოქვეყნებულა: საუბარი იყო ჯარისთვის უხარისხო საკვების შესყიდვაზე, სამხედრო ბიუჯეტით ნაყიდ ძვირადღირებულ საჩუქრებზე და მინისტრის საკუთრებაში არსებულ რუსულ აბანოებზე. მიუხედავად ამისა, ის წლების განმავლობაში ხელშეუხებელი რჩებოდა.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის ჩართვაში.