თიკა ბოკუჩავა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე არ დადგა

12.09.25 19:18
თიკა ბოკუჩავა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე არ დადგა

პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ბრიფინგზე არ დადგა. მის ნაცვლად განცხადება ენმ-ს ლიდერმა, ლევან სანიკიძემ გააკეთა. 

სწორედ სანიკიძემ ისაუბრა პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრის დეტალების შესახებ და 4 ოქტომებერს დაანოსებულ აქციაზე.

რატომ არ გააკეთა ბოკუჩავამ განცხადება, ამის შესახებ "ტვ პირველის" წამყვანმა, თეა ადეიშვილმა გადაცემა "დღის ამბებში" პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი ნადირაძეს ჰკითხა, რაზეც ნადირაძის პასუხი ასეთი იყო:

"ბოკუჩავა რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭოზე იყო, თავიდან ბოლომდე ჩართულია ამ პროცესში, ის წარმოადგენს ამ პარტიას. პარტიის პოზიცია იცით, რომ ლევან სანიკიძე არის სპიკერი. ეს მიხეილ სააკაშვილმა თავიდანვე გააჟღერა. სასურველია, პარტიის სახელით ილაპარაკოს ლევან სანიკიძემო". ეს არავის უკვირს, რადგან ხშირად სწორედ ლევან სანიკიძის მიერ ჟღერდება პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებები და პარტიის გადაწყვეტილებები. ამაში გასაკვირი არაფერია პარტია ვართ ერთიანად, ძლიერად, ზუსტად ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, არსებობს სამქომედო გეგმა", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ. 

ცნობისთვის, დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე მსჯელობდნენ, ლევან ხაბეიშვილის დაკავების შემდეგ, რა ნაბიჯებით უნდა ეპასუხა "ნაციონალრუ მოძრაობას". პარტიის ცნობით, უკვე დაიწყო 4 ოქტომბრის დაგეგმილი აქციისთვის მზადება.

 

მსგავსი სიახლეები