მზადება მშვიდობიანი რევოლუციისთვის - ოპოზიცია მოქმედებაზე ახალი ძალებით გადადის
ლევან ხაბეიშვილის დაკავების მიუხედავად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ 4 ოქტომბრის აქციისთვის მზადება შეუფერხებლად გრძელდება.
პარტიის ინფორმაციით, კამპანია გადადის ახალ მასშტაბზე: იგეგმება რეგიონებში გასვლა, მოსახლეობასთან შეხვედრები და აქტიური კომუნიკაცია. ოპოზიცია აცხადებს, რომ დამატებით ძალებს ჩართავს და განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს იმ მოქალაქეების დარწმუნებას, რომლებიც აქამდე სკეპტიკურად უყურებდნენ დაანონსებულ აქციას.
4 ოქტომბერს შესაძლებელია რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა და მთი მშვიდობიანად გასტუმრება, დროშით, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინია ბიძინა ივანიშვილს. დავდგეთ ერთად და გავაფორმოთ ჩემი, შენი, თქვენი და რაც მთავარია, საქართველოს გამარჯვება, - განაცხადა მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სოფო ჯაფარიძემ.
4 ოქტომბრის საკითხზე იმსჯელებს დღეს ენმ-ს პოლიტსაბჭოს სხდომაზეც, რომელსაც პაატა ბურჭულაძეც დაესწრო. მსოფლიო ბანი ამბობს, რომ რეგიონში კამპანიის დაწყების გეგმას არ იზიარებს და მიაჩნია, რომ მეტად ეფექტური იქნება, თუ რესურსს თბილისში მოქალაქეებთან საუბარში ჩადებენ.
მე შევთავაზე და ვთხოვე, რომ რეგიონები ახლა, ჩემი აზრით, არ არის მაინც და მაინც მნიშვნელოვანი. ახლა მთავარია, რომ ლევანის სასამართლოზე ვიყოთ გარეთ და თბილისი გამოვაღვიძოთ კიდევ ერთხელ თუ კიდევ ვინმეს სძინავს, - თქვა დღეს ბურჭულაძემ.
ენმ-ს წევრი იგორ ნარმანია კი ამბობს, რომ საჭიროა მობილიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ეს არის ერთი ეროვნული საერთო მობილიზაცია, რომელიც უნდა გავაგებინოთ თანამოქალაქეებს, - თქვა პასუხად ენმ-ს წევრმა იგორ ნარმანიამ.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.