კობახიძე პროტესტის დასრულებას აანონსებს - რას პასუხობენ აქტივისტები

12.09.25 20:58
კობახიძე პროტესტის დასრულებას აანონსებს - რას პასუხობენ აქტივისტები

"პროტესტი გაგრძელდება და უფრო გაძლიერდება" - ასე პასუხობენ „ქართულ ოცნებასა" და მის ლიდერებს აქტივისტები. ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას აღარ დაუშვებს და პროტესტი „სამუდამოდ დასრულდება“, ქუჩაში გამოსულებმა მუქარად კი არა, მობილიზაციის მიზეზად მიიღეს. მათივე თქმით, აქციები, რომელიც უკვე 289 დღეა მიმდინარეობს, 4 ოქტომბრისთვის კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.

ოპოზიციის ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებას, აქტივისტები „აბსურდულ ბრალდებად“ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ იდეა მშვიდობიანი ცვლილებების შესახებ არ შეჩერდება.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.