ველოდებით! - კობახიძე ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ისევ არ ელაპარაკება
იმედი მაქვს, როცა ელჩი დაინიშნება, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის სამსახურში და არა "დიფსთეითის" სამსახურში" - ამის შესახებ დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"ოცნების" პრემიერმა დღეს ისევ დაადასტურა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია კიდევ არ ელაპარაკება.
"ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ, ველოდებით, ტრამპის ადმინისტრაციას" - აცხადებს კობახიძე.
დღეს ელჩი დანიშნული არ არის, ამიტომ არის გარკვეული კუთხით ბუნდოვანება საელჩოში. იმედი მაქვს, როცა ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის სამსახურში და არა "დიფსთეითის სამსახურში". ვაცხადებთ, რომ გვინდა, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება, იმ პარტნიორობის განახლება, რომელიც გააუქმა ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ ტრამპის ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე. ეს არის ჩვენი სურვილი, დანარჩენი არის დამოკიდებული ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე. ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ, სრულიად ღია ვართ ამ ურთიერთობებისთვის, დაველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას. რაც იქნება ამერიკული მხარის პოზიცია, იმის მიხედვით გაიმართება დისკუსიები. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად იმისათვის, რომ განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან", - განაცხადა კობახიძემ.