"მთელი ისტორია გამაოგნებელი ტყუილია" - ბაჩო ახალაია სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

12.09.25 21:01
"მთელი ისტორია გამაოგნებელი ტყუილია" - ბაჩო ახალაია სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

"მთელი ისტორია გამაოგნებელი ტყუილია" - ასე პასუხობს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსანი, ბაჩო ახალაია სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს. 

ახალაიამ კომენტარი "რადიო თავისუფლებას" მისცა, სადაც ამბობს: თუ ვინმეს არ ჰქონია შეხება "ნაციონალური მოძრაობიდან", უკრაინასთან, ეს მე ვარ.

"მთელი ისტორია გამაოგნებელი ტყუილია. აბსოლუტური სიგიჟეა. შავიშვილის ქუჩაზე ვიმყოფები სახლში, საიდანაც არ გავსულვარ როცა ჩამოვედით მას მერე, აქ ცხოვრობს ჩემი 13 წლის შვილი, მეტი რა გითხრათ. რა მაკეტი, რის მაკეტი? რა ლორთქიფანიძე? ასევე, თუ ვინმეს არ ჰქონია შეხება "ნაციონალური მოძრაობიდან", უკრაინასთან, ეს მე ვარ. მაქვს ჩემი არგუმენტები რატომ არ მქონია - ჯერ ერთი 10 წელი [ციხეში] ვიჯექი და მესამე წელია გარეთ ვარ", - ამბობს ახალაია

რა ინფორმაცია გაავრცელა სამთავრობო მედიამ:

  • სუსის მიერ ასაფეთქებელი ნივთიერების საქმეზე დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქის საქმესთან დაკავშირებით პროსახელისუფლებო გამოცემა Prime time-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს "თბილისში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი, ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ოდიოზური ლიდერი ბაჩო ახალაია პერმანენტულ კავშირზეა უკრაინის სპეცსამსახურებთან"
  •  „და რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ახალაია "რამდენიმე ყოფილ ძალოვანთან და ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად რამდენიმე კვირის განმავლობაში ამუშავებდა 4 ოქტომბერს, არეულობის მოწყობის შემდეგ პარლამენტის “აღების” გეგმას, ხოლო შეკრების ადგილად შავიშვილის ქუჩაზე არსებული, მისი ცოლის, ანი ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებული სახლი აქვთ არჩეული"

დღეს "პირველების" ჟურნალისტმა "ჰესოგენის საქმესთან" შესაძლო კავშირების შესახებ კითხვა საქმის პროკურორსაც დაუსვა, თუმცა მან კითხვას არ უპასუხა და არ დაუდასტურებია, რომ ის რაც სამთავრობო მედიამ ბაჩო ახალაიაზე გაავრცელა, სიმართლეს შეესაბამება.

ბაჩო ახალაიაზე შესაძლო ნაცნობობას არც დაკავებული უკრაინის მოქალაქეები ადასტურებენ. ამის შესახებ ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, დალი ბარბაქაძემ "პირველებს" განუცხადა.

 

მსგავსი სიახლეები