იოსელიანი ვერ ამბობს, მიმართავს თუ არა ხაბეიშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით

12.09.25 22:04
იოსელიანი ვერ ამბობს, მიმართავს თუ არა ხაბეიშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ვერ ამბობს, მიმართავს თუ არა ლევან ხაბეიშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით.

გადაცემა "პოლიტიკური ამბების" წამყვანმა, დიანა ტრაპაიძემ ომბუდსმენს ჰკითხა, მაშინ როდესაც სახალხო დამცველის აპარატმა სამ საქმეზე მეგობრის მოსაზრებით მიმართა სასამართლოს, საუბარია სინდისის პატიმრების, აბრამოვის, კაციას და ახობაძის საქმეეზე, ექნება თუ არა ანალოგიურ შემთხვევას პოლიტიკური ლიდერების შემთხვევაშიც ადგილი ან რა ტიპის ინტერესი იქნება მათი მხრიდან, რაზეც იოსელიანმა თქვა, რომ "მათთან ბევრი საქმე შედის, ამიტომაც არ იცის, რომელი საქმით დაინტერესდებიან. 

რა თქმა უნდა ინტერესი იქნება, პროცესუალური, რაც საქმე დასრულდება, საქმის შესწავლის ნაწილშიც შეგვიძლია ეს საქმე გავიაროთ, თუმცა უამრავი საქმეა, რომლებიც ჩვენთან შემოდის, დიდი მოცულობაა, ამიტომ ჩვენი შესაძლებლობები ლიმიტირებული არის"- განაცხადა იოსელიანმა. 

სახალხო დამცველმა ასევე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ დაკავებისაც დაირღვა, როგორც ლევან ხაბეიშვილის, ისე მურთაზ ზოდელავას დისკრეციული უფლება მაშინ, როდესაც მათთან ადვოკატს არ უშვებდნენ.

მათ არ  ეძლეოდათ უფლება შეხვედროდნენ მათ უფლებადამცველებს. პერსონალური კომუნიკაცია არ გვქონია, მაგრამ განცხადება რომ გავრცელდა ჩვენი მხრიდან, მალევე მოხდა მათი შეშვება. ეს ის  შემთხვევაა, როცა არანაირი გამართლება არ აქვს, როცა ადვოკატის შეშვება დროში იწელება"- თქვა სახალხო დამცველმა. 

ლევან იოსელიანის თქმით, მან ორი დღის წინ საპატიმროში ქალი პატიმრები მოინახულა, მათ შორის მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი.

ნინოს მიმართ გავეცი ორი დღის წინ რეკომენდაცია, მისი ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით და იმედია მისი პრობლემა პენიტენციურის მხირდან გათვალისწინებული იქნება. ამ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა"- განაცხადა იოსელიანმა. 

 

 

მსგავსი სიახლეები