ჯუანშერ ბურჭულაძის გარდა, სხვა ადამიანების სიაც განიხილება, ვისი დაკავებაც შეიძლება ვიხილოთ - ეკა ბესელია

12.09.25 22:39
ჯუანშერ ბურჭულაძის გარდა, სხვა ადამიანების სიაც განიხილება, ვისი დაკავებაც შეიძლება ვიხილოთ - ეკა ბესელია

ეკა ბესელია ამბობს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის გარდა, საზოგადოებამ შესაძლოა "ოცნების" სხვა ყოფილი თანაგუნდელებიც დააკავოს. პოლიტიკოსი სიაზე საუბრობს - "ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის ბოლო გადაწყვეტილება დასჯის".

რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილის და ჯუანშერ ბურჭულაძის ერთ დღეს დაკავებას და შემდეგ სუს-ში ერთი ბრიფინგში გაკეთებულ განცხადებას, ბესელია ამბობს, რომ ეს არ არის შემთხვევითი დამთხვევა.

ბესელია ამბობს, რომ შეუძლებელია ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავების შესახებ ირაკი კობახიძეს დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილება. მისი თქმით, ეს ივანიშვილის დასტურით მოხდა. 

დროს აქვს მნიშვნელობა ამ ადამიანების დაკავების გადაწყვეტილება როდის არის მიღებული. დაკავება ოპოზიციონერების  და ყოფილი თავდაცვის მინისტრის რომ ერთდროულად მოხდა, ეს არ არის შემთხვევითი დამთხვევა. არვიცი ეს ერთგვარი გადაფარვაა ერთი დაკავების მეორით, თუმცა ფაქტია, რომ ეს დაკავებები ერთმანეთთან დააკავშირეს. 

მე როგორც ვიცი, სხვა ადამიანების სიაც განიხილება, ვისი დაკავება-დაპატიმრება შეიძლება იყოს ამ სცენარში მათი გეგმის ნაწილში. 

როცა თავდაცვის ყოფილ მინისტრს აკავებენ, გამორიცხულია ამის შესახებ ივანიშვილმა არ იცოდეს და კობახიძე იღებდეს გადაწყვეტილებას. ის რომ კონფლიქტი თუ ძალაუფლების გადანაწილება ასე გრძელდება, ამ ფორმით, ეს უკვე ჩანს სხვადასხვა დაკავების ისტორიაში. რა თქმა უნდა. მაქვს მოლოდინი, რომ ეს გაგღძელდება და არ მაქვს მოლოდინი რომ აქ დამთავრდა ეს სია, რადგან ეს დაპირისპირება უფრო შორს და ღრმად არის წასული. უბრალოდ იცით როგორ ხდება იცით შერჩევა, მოდი ამ დაკავების დროს, ვისი დაკავებით გადავფაროთ, საპირწონეზე თუ ასე უნდა დაიდოს, ერთი ოპოზიციონერი მეორე "ოცნების" რომელიმე ყოფილი მაღალჩინოსანი, ეს არის პირდაპირ პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება, განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში.  

ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც დღეს არის მაღალ თანამდებობაზე "ოცნებაში", ხვალ მათაც კორუფციული ბრალდებით მიადგებიან და არ ვიცი, ვინ შეიძლება არ იყოს, ამკორუფციულ სისტემურ პროცესში მონაწილე"- განაცხადა ეკა ბესელიამ. 

 

მსგავსი სიახლეები