ჯუანშერ ბურჭულაძე გვიან ღამით კლინიკიდან სუს-ში გადაიყვანეს

13.09.25 11:18
ჯუანშერ ბურჭულაძე გვიან ღამით კლინიკიდან სუს-ში გადაიყვანეს

დაპატიმრებული თავდაცვის ექს მინისტრი გვიან ღამით კლინიკიდან სუს-ში გადაიყვანეს - ჯუანშერ ბურჭულაძე ახლა ბრალის წარდგენას მოდულის შენობაში ელოდება. 

ადვოკატის განცხადებით, ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალს დღეს გააცნობენ. რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, უფლებადამცველი ამბობს, რომ ის სტაბილურია. 

ექიმებმა გამოწერეს საავადმყოფიდან, ჩათვალეს, რომ აღარ საჭიროებდა, შესაბამისად გადმოიყვანეს გუშინ, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, რაც შეეხება ბრალს, დღეს იქნება, პოზიცია ჯუანშერს არ შეუცვლია", - აცხადებს ადვოკატი. 

რაც შეეხება ბრალდებას, რომლის თანახმად თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ესპანეთში სახლი შეიძინა და დეკლარაციაში არ აღნიშნა, ადვოკატის თქმით, ამ სახლის წარმომავლობის დასაბუთება პრობლემაა არ წარმოადგენს.

„სახლთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ მაშინ [ჯუანშერ ბურჭულაძე] მუშაობდა საჯარო სამსახურში, მის ოჯახის წევრებს ჰქონდათ სხვადასხვა დროს უძრავი ქონება. ესპანეთში შეძენილი სახლის ბუნებრივი წარმომავლობის დასაბუთება ჩვენგან არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს, ამაზე განმარტებებიც გვაქვს მიცემული და მტკიცებულებებიც გვაქვს წარდგენილი. ჩვენ წარვუდგინეთ გამოძიებას მტკიცებულება იმისა, რომ სხვა უძრავი ქონებები გააჩნია, რომლის გასხვისება მოხდა, შემოსავლები გააჩნია“,- განაცხადა დიმიტრი ხაჩიძემ.

 ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები