მურთაზ ზოდელავას ბრალი გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე წარედგინა

13.09.25 11:22
მურთაზ ზოდელავას ბრალი გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე წარედგინა

მურთაზ ზოდელავას ბრალი გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე წარედგინა - დაკავებულ პოლიტიკოსს გვარაკიძის უწყება სსკ-ის 364-ე მუხლის პირველ ნაწილს ედავება, რაც  ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მურთაზ ზოდელავა უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.

შესაბამისად, მას ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლისა, საბოლოოდ სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება წარედგინა, რაც მოცემულ შემთვევაში გულისხმობს საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას. დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოსგან ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, ხოლო მურთაზ ზოდელავას მიმართ - გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება”,- განაცხადეს პროკურატურაში.

მსგავსი სიახლეები