ლევან ხაბეიშვილისთვის ბრალის დამძიმებას ლევან ბეჟაშვილი ეხმაურება

13.09.25 11:55
ლევან ხაბეიშვილისთვის ბრალის დამძიმებას ლევან ბეჟაშვილი ეხმაურება

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისთვის ბრალის დამძიმებას„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი ეხმაურება.

ბეჟაშვილის განბცხადებით, "ქართულ ოცნებას და მდინარაძეს არ ესმით, რომ ერთია მათი რეჟიმის დამხობა და მეორე არის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები“.

 ამიტომ არის 4 ოქტომბერი მნიშვნელოვანი და ამიტომ უნდა დასრულდეს რუსული რეჟიმი ქართული ოცნების სახი საქართველოში - ამბობს ენმ-ს ლიდერი.

„ქართულ ოცნებას“ და მდინარაძეს არ ესმით, რომ ერთია მათი რეჟიმის დამხობა და მეორე არის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები. საქართველოს ეროვნული ინტერესები მოითხოვს, რომ დღეს ეს უკანონო რეჟიმი, რომელმაც გააყალბა არჩევნები და რომელიც ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და აშორებს საქართველოს ევროკავშირს, მათი ეს უკანონო მმართველობა დასრულდეს. სისხლის სამართლის კოდექსით კონსტიტუცია იცავს კანონიერ ხელისუფლებას კონსტიტუციაზე და კანონის საფუძველზე დაფუძნებულ ხელისუფლებას და არა იმ ხელისუფლებას, რომელიც სასამართლოს აუქმებს, რომელიც პარლამენტს მიიტაცებს, რომელიც თავის ერთპარტიულ ინტერესებს იცავს, ამიტომ არის 4 ოქტომბერი მნიშვნელოვანი და ამიტომ უნდა დასრულდეს რუსული რეჟიმი „ქართული ოცნების“ სახით საქართველოში, ვინაიდან არ ეფუძნებიან არც კანონიერებას, არც კონსტიტუციას და არც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა

მსგავსი სიახლეები