"ჯილდოზე საუბარი შეურაცხყოფად მიიღეს" - ხაბეიშვილის საქმეში 3 სპეცრაზმელის ჩვენება და სუს-ის თანამშრომლის პატაკი დევს
ლევან ხაბეიშვილის საქმეში 3 სპეცრაზმელის ჩვენება და სუს-ის თანამშრომლის პატაკი დევს, რომლითაც პროკურატურამ ბრალის დასაზუსტებლად იხელმძღვანელა - ამის შესახებ მოდულის შენობიდან გამოსულმა დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ ტელე ეთერში გაკეთებული განცხადების გამო, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 3 თანამშრომლებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.
რაც შეეხება სუს-ის თანამშრომლის პატაკს, კონდახაშვილი ამბობს, რომ სწორედ ამ პატაკის საფუძველზე წარედგინა ლევან ხაბეიშვილს მეორე ბრალდება.
ორივეს ბრალდება არის სამართლებრივად აბსურდული. მტკიცებულებებს, რასაც მოვასწარი და გადავხედე, საქმეში ეს არის პოლიციელების პატაკები და მათი გამოკითხვის ოქმები, რომელშიც 3 გდდ-ს თანამშრომელი აღნიშნავს, რომ მათ მოისმინეს ლევანის ინტერვიუ საჯაროდ, სადაც საუბარი იყო ჯილდოზე, მიიღეს ეს შეურაცხყოფად და ეს არის მათი შეფასებით ქრთამის შეთავაზება პოლიციის თანამშრომლებისთვის და მეორე, ასევე სუს-ის თანამშრომელი აკეთებს პატაკს, რომ ლევანი ასევე მოუწოდებს ხალხს მშვიდობიანი დამხობისკენ და ამ პატაკის საფუძველზე წარედგინა მას მეორე ბრალდება.
მოსამართლე არის ფიქრია სიქტურაშვილი, რომელსაც მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად არარელევანტური მსჯელობა აქვს. იგი წერს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ლევანი არის საზოგადოებისთვის საშიშიო და მისი დაკავება უნდა მოხდეს, ვინაიდან, მან შეიძლება დანაშაულის ჩადენა გააგრძელოსო და დაამხოს ხელიუსუფლებაო", - აცხადებს ადვოკატი.
ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით წარუდგინეს. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.