გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები - კალაძე დაკავებების მორიგი სერიით იმუქრება
კახა კალაძე დაკავებების მორიგი სერიით იმუქრება - დღეს თბილისის მერმა ლევან ხაბეიშვილზე დასმული კითხვის საპასუხოდ, მედიასთან განაცხადა, რომ საუბარი დამხობასა და გადატრიალებაზე ისჯება კანონით.
კალაძე კამერების წინ ირწმუნებოდა, რომ "კონკრეტული მტკიცებულებები აქვთ".
დაველოდოთ ყველაფერს, არცერთი ამ ტიპის დანაშაული არ დარჩება, რეაგირების გარეშე - თქვა "ოცნების" ლიდერმა.
ცხადია, ეს ყველაფერი კეთდებოდა მიზანმიმართულად, რომ საზოგადოებისთვის მიეჩვიათ აღნიშნულ თემაზე საუბარი - დამხობა, გადატრიალება, ვიღაცის დაწვა, ვიღაცის ჩამოხრჩობა - ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ისჯება კანონით. თუ ვინმეს ჰგონია, რომ არ მოყვება რეაგირება ამ ტიპის ფაქტებს, ძალიან ცდებიან. ძალიან ბევრ რამეზე გვაქვს ინფორმაცია, გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები, შესაბამისად დაველოდოთ ყველაფერს. არცერთი ამ ტიპის დანაშაული არ დარჩება, რეაგირების გარეშე. ყველამ უნდა გაიგოს, ქვეყნის შიგნით არსებულმა აგენტურამ და ასევე ქვეყნის გარეთ, რომლებიც არ ისვენებენ და მუდმივი მცდელობა აქვთ საქართველოს წინააღმდეგ და ხალხის წინააღმდეგ აგდადგან კონკრეტული ნაბიჯები, მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება ხალხის დაპირისპირება და ა.შ. არავის არაფერი არ გამოუვა. ყველა, ვინც შეეცდება კონსტიტუციის წინააღმდეგ, კანონის წინააღმდეგ ჩაიდინოს უკანონობა, ყველა იქნება დასჯილი", - აცხადებს კახა კალაძე.
ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით წარუდგინეს. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.