ცნობილია მოსამართლე, რომელმაც ხაბეიშვილის დაკავების განჩინება გამოსცა

13.09.25 13:09
ცნობილია მოსამართლე, რომელმაც ხაბეიშვილის დაკავების განჩინება გამოსცა

ცნობილია მოსამართლე, რომელმაც ხაბეიშვილის დაკავების განჩინება გამოსცა - ის ფიქრია სიქტურაშვილია. ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის თქმით, სწორედ სიქტურაშვილმა გადაწყვიტა, რომ ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე საზოგადოებისთვის საშიშია.

სიქტურაშვილი წერს, რომ შეიძლება დანაშაულის ჩადენა გააგრძელოსო და დაამხოს ხელიუსუფლებაო - აცხადებს კონდახაშვილი. 

  • ამავე მოსამართლემ გასცა განჩინება აქტივისტის, ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ ექსპეტიზაზე გადაყვანაზეც.

მოსამართლე არის ფიქრია სიქტურაშვილი, რომელსაც მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად არარელევანტური მსჯელობა აქვს. იგი წერს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ლევანი არის საზოგადოებისთვის საშიში და მისი დაკავება უნდა მოხდეს, ვინაიდან, მან შეიძლება დანაშაულის ჩადენა გააგრძელოსო და დაამხოს ხელიუსუფლებაო", - აცხადებს ადვოკატი. 

ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით წარუდგინეს. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.  

მსგავსი სიახლეები