კალაძე ირწმუნება, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავება არცერთი მისი გუნდელისთვის "სასიამოვნო არ არის"
კახა კალაძე ყოფილი თანაგუნდელის დაკავებას "მძიმე ფაქტს" უწოდებს და ირწმუნება, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის დაპატიმრება სასიამოვნო "ოცნების" არცერთი წევრისთვის არ არის.
კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. პრევენციული ღონისძიებების გატარება არის ერთობ მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ბურჭულაძის დაკავებას, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, არც ჩემთვის, არც ჩვენი თანაგუნდელებისთვის. მძიმე ფაქტია, როცა შენს თანაგუნდელს აკავებენ მაშინ, როცა ქვეყანა ბეწვის ხიდზე, დანის პირზე სიარული მოგვიწია",- აცხადებს კალაძე.
"პირველების" კითხვაზე, რას უპაუხებს ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომელიც ციხიდან ბრძოლას აანონსებს, კალაძე ამბობს, რომ "არაფერს" - "არაფერი, რა უნდა ვუპასუხო"
ჯუანშერ ბურჭულაძეს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება - საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალდება 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა.