შეუძლებელია ხალხს უკან დაახევინონ, 4 ოქტომბერს იქნება რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა - სოფო ჯაფარიძე

13.09.25 14:00
შეუძლებელია ხალხს უკან დაახევინონ, 4 ოქტომბერს იქნება რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა - სოფო ჯაფარიძე

 

 

შეუძლებელია ხალხს უკან დაახევინონ, 4 ოქტომბერს იქნება რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ მოდულის შენობასთან განაცხადა.

მისი თქმით, "ოცნება" ამ დაკავებებით, ვეც ლევან ხაბეიშვილს შეაშინებს, ვერც მის თანაგუნდელებს და ვერც ხალხს. 

ეს არის მორიგი აბსურდი. ხალხის დაშინების მცდელობა, რომ ხალხი 4 ოქტომბერს არ გამოვიდეს, შეეშინდეთ, არარაფერი თქვან, მაგრამ ისეთი აბსურდია, რომ ხალხს შეაშინებენ, ისეთი შეუძლებელია, რომ ადამიანებს უკან დაახევინონ, იმიტომ, რომ ლევან ხაბეიშვილიც და ჩვენ ყველა ვამბობთ მხოლოდ ერთს - ეს იქნება მშვიდობიანი დამხობა რეჟიმის. ყველაფერი იქნება სრულიად კონსტიტუციურ ფარგლებში და სრულად კანონის ფარგლებში", - განაცხადა ჯაფარიძემ. 

ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით წარუდგინეს. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.   

მსგავსი სიახლეები