ბოლო სერიაში შეიძლება ევროკავშირის ელჩი გამოვიდეს და აქციებზე დადგეს - კალაძე ელჩების წინააღმდეგ

13.09.25 14:13
ბოლო სერიაში შეიძლება ევროკავშირის ელჩი გამოვიდეს და აქციებზე დადგეს - კალაძე ელჩების წინააღმდეგ

კახა კალაძე ელჩების წინააღმდეგ - თბილისი მერი საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებს აქციების დაფინანსებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ შეიძლება მალე, ევროკავშირის ელჩი აქციაზე დადგეს. 

"ოცნების" ლიდერი ირწმუნება, რომ ელჩები "აგენტურულ საქმიანობაში" არიან ჩართულები და საქართველოში "ბოროტებას ახალისებენ". 

ბოლო სერიაში შეიძლება ვნახოთ ევროკავშირის ელჩი, რომელიც ამ აგენტურას უდგას სათავეში და აქციებს, აქციებზე გამოვიდეს. საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იგივე გერმანიის ელჩი შეიძლება ვიხილოთ. ეს არის რადიკალური დაჯგუფება, რომელსაც ქვეყანაში ჰყავს თავიანთი პატრონები ამ ელჩების სახით. გარედან შემოდის თანხები, გარედან თავიანთი პატრონებისგან იღებენ დავალებებს, აქ აგენტურული ქსელი და ეს ელჩები კონკრეტულად, ვინც თქვენ ახლა დაასახლეთ, ჩართულები არიან წაახალისონ ბოროტება, სიძულვილი და ხალხის დაპირისპირება", - აცახდებს კალაძე. 

მსგავსი სიახლეები